მოგესალმებით ამფორეას საიტზე
საყიდლების კალათა
პროდუქციის ჩამონათვალი
shoppingcart.mini.empty
თქვენი კალათა ცარიელია
ღირებულება: 0

ჩვენ შესახებ

ამფორეა კერამიკული სახელოსნო და სოციალური საწარმოა,  სადაც სამეთუნეო დარგის პროფესიონალები განვითარების თავისებურების მქონე ბავშვებსა  და ახალგაზრდებს  ჭურჭლის დამზადებასა და მოხატვას ასწავლიან. მათი შექმნილი  პროდუქცია - ჭურჭელი და სუვენირები ამფორეასავე მაღაზიაში იყიდება.

სახელოსნოს  სახელწოდება ბერძნულ მითოლოგიას ეყრდნობა და ორ სიტყვას აერთიანებს: ამფორას (amphora) და რეას (Rhea). ამფორა ორყურიანი და ყველაზე ძველი, პირველქმნილი თიხის ჭურჭელია; რეა - ბერძნული კოსმოგონიის  დიდი დედა, რომელმაც ოლიმპოს ღვთაებები შვა;  ამფორეა  - საწარმო, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ გონსა და ალტრუიზმს. 

სახელოსნო ამფორეა ქალთა ორგანიზაცია რეამ დააფუძნა 2018 წელს, საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის მხარდაჭერით.  თავად რეა 2001 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას  ემსახურება, რომელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამფორეაა.  

დაფუძნებიდან დღემდე, ამფორეას ორმოცდაათზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს და მუშაობს როგორც თბილისში, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი).

ამფორეას ინიციატივაში ჩართული არიან კერამიკის დარგის პროფესიონალები და განვითარების შეზღუდვის მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები.